პროექტების აღწერა 1–2 წინადადებით:,,ნათლისღება’’ დღესაწაულის მნიშვნელობის გაანალიზება. სიტყვა–ნათლის ეტიმოლოგიური მნიშვნელობა და კავშირი განათლებასთან.
პროექტის სრული აღწერა:კლასში დავსვი კითხვა– რა არის ნათლისღება?მოსწავლეებმა არაერთგვაროვანად მიპასუხეს. ისინი სრულყოფილად ვერ ფლობდნენ ცნობებს ამ დღესასწაულთან დაკავშირებით,შევთავაზე შეგვექმნა პროექტი ,,ნათლისღება“
კლასს ვყოფ 3 ჯგუფად.თითეულ ჯგუფს ვაძლევ შემდეგი სახის დავალებას:
II–ჯგუფი კონსულტაციას გაივლის გეოგრაფიის მასწავლებელთან და შეისწავლიან მდინარე იორდანეს გეოგრაფიულ მდებარეობას,მოიპოვებენ ცნობებს მდინარე იორდანეს თვალხილული სასწაულის შესახებ,რომელიც აღესრულება ყოველი წლის ნათლისღებას.
III–ჯგუფი გამოარკვევს სიტყვა– ნათელის ეტიმოლოგიურ მნიშვნელობას:ნათელი–სინათლე,ნათლობა, ნათლიდედა, ნათლიმამა,ნათელ–მირონი, განათლება.გაეცნობიან სხვადასხვა მეცნიერთა მოსაზრებებს ნათელთან დაკავშირებით.
მოსწავლეები ინდივიდუალურად აწარმოებენ ჩანაწერთა დღიურს შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით:გაიხსენებენ თავიანთ ნათლობას.
იმართება დისკუსია შემდეგ საკითხებზე:
,როგორი ურთიერთობა აქვთ ნათლიებთან,რა გავლენა მოახდინა მათზე ნათელთან ზიარებამ,გრძნობენ თუ არა პასუხისმგებლობას ნათლობის გამო უფლისა და ნათლიების წინაშე.
ჯგუფები პრეზენტაციის სახით წარმოადგენენ თავიანთ ნამუშევრებს,წარადგენენ პროექტის პრეზენტაციას.
მოსწავლეთა ასაკი:14–15 წ.
ვადები/ხანგრძლივობა:2 თვე
მოსალოდნელი შედეგები:პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას:მოსწავლეები გაიუჯობესებენ ცოდნასა და უნარებს.შეიძენენ კვლევის უნარ–ჩვევებს,უკეთ გაერკვევიან რელიგიური დღესასწაულის მნიშვნელობაში, განუვითარებს საკომუნიკაციო უნარებს: კითხვას,მოსმენას,საუბარს.მიმოიხილავენ რელიგიის მნიშვნელობას
სასარგებლო სხვებისთვის:მოსწავლეები გაიგებენ ,,ნათლისღების“ არსსა და მნიშვნელობას,მდინარე იორდანეს გეოგრაფიულ მდებარეობას.ყოველივე ეს ხელს შეუწყობს მათი სულიერი დონის ამაღლებას.
სამუშაო ენა:ქართული
პროექტის ფასილიტატორი: ნონა ოდიშარია
პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი
Комментариев нет:
Отправить комментарий